გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „კნაუფ გიპს თბილისის“ მიერ თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების კომბინატის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 14 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/7e445242-8306-4174-95fa-87c92ecfea9d
აგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2025 წლის 21 თებერვალს, 14:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში (მის: მოსკოვის გამზ. N14)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.