ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ალუ ქასტინგ ჯორჯიას“ მიერ ნარჩენების აღდგენის (ალუმინის ჯართისგან ალუმინის სხმულების წარმოების) საწარმოს და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაცია

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. მარტყოფი, სოფ. მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „ალუ ქასტინგ ჯორჯიას“ მიერ ნარჩენების აღდგენის (ალუმინის ჯართისგან ალუმინის სხმულების წარმოების) საწარმოს და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 21 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/684e71da-a8f9-475c-8154-e4bb36b48c52 

აგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2025 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 
• 2025 წლის 2 მაისს, 15:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.