ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „გი მეტალი2024“-ის მეტალურგიული (საგლინავი) საწარმოს ექსპლუატაცია

იმერეთი, ქუთაისი, ქ. ქუთაისი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „გი მეტალი2024“-ის მეტალურგიული (საგლინავი) საწარმოს ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 27 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/a469ab5e-9691-46af-9523-ff3490caf621 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

• 2025 წლის 7 მაისს, 11:00 საათზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: რუსთაველის ქ. N3)

• 2025 წლის 7 მაისს, 14:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.