ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი N4) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. გამარჯვება, სოფ. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის მონაკვეთის აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი N4) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/b86f4ac7-8229-4d44-b693-32fbeee91ac4   

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

2025 წლის 8 მაისს, 12:00 საათზე, სსიპ ქალაქ თბილისის N217 საჯარო სკოლის შენობაში (მის.: თბილისი, დიდი ლილო, არჩილ მეფის ქ. 5) 
2025 წლის 8 მაისს, 15:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.