ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მამკოდის განაშენიანების გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ

მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა, ქ. მცხეთა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მამკოდის განაშენიანების გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადებასთან/თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/78707978-2089-4793-b8ae-4dffe095b5bf 

სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2025 წლის 8 მაისს, 15:00 საათზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.