ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმის პროექტი

ქვემო ქართლი, თეთრიწყარო, დაბა მანგლისი, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმის პროექტი 

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან და სგშ-ის ანგარიშთან/თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,

წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 2 ივნისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/484e8af1-0fda-402c-a389-32e3100e81b2  

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2025 წლის 23 მაისს, 12 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობაში ( მის: დაბა მანგლისი, კურორტი ქუჩა N4)

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.