ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს.
ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

გზშ-ის ანგარიშები იხილეთ ქვემოთ:

ქ. თბილისში, შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას“ 5500 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (20000 ტონა წლიური ტვირთბრუნვის გაზრდა 60000 ტონა წლიურ ტვირთბრუნვამდე) პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33489 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 30 დეკემბერს 12:00 სთ-ზე. მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის შენობა (მის: მოსკოვის გამზირი N14).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. პირველ სვირში, ი/მ გივი დეკანოიძის თევზსაშენი ტბორის მოწყობის მიზნით წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33478 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 27 დეკემბერს 14:00 სთ-ზე. მისამართი: სოფ. პირველი სვირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (გამარმარილოებული კირქვების) პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33485 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 28 დეკემბერს 14:00 სთ-ზე. მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ღორეშას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. გამარჯვებაში შპს „საქართველოს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის ცენტრი ეკოლოგის“ სამედიცინო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 24 იანვრის ჩათვლით.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33487 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2021 წლის 30 დეკემბერს 12:00 სთ-ზე. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.