ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

საჯარო განხილვა - „2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების“ სამუშაო ვერსია

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ონლაინ შეხვედრა

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს 15:00 სთ-ზე გაიმართება „2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის“ სამუშაო ვერსიის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/88243696867 ან შეხვედრის ID: 882 4369 6867

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობმა სამუშაო ჯგუფმა“ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით შეიმუშავა „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 2020-2022“ სამუშაო ვერსია.

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი კომენტარებისა და  მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 27 აგვისტოს.

დანართი: “ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 2020-2022“ სამუშაო ვერსია