ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

„ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ონლაინ შეხვედრა

2022 წლის 17 მარტს, 12 საათზე, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის ონლაინ  განხილვა გაიმართება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, GEF-UNDP-ის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელის კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით.

მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ“ დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მეილის სათაური (subject): საჯარო განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ მითითებული ბმულით (ონლაინ განხილვა ჩატარდება ზუმის საშუალებით) - https://us02web.zoom.us/j/86056946393                                     Meeting ID: 860 5694 6393 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის ჩამოსატვირთად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს https://bit.ly/3Kk5qk0