ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ონლაინ შეხვედრა

2022 წლის 7 აპრილს, 12 საათზე, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართება.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა ,,კავკასიის ბუნების ფონდის’’ (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, GEF/UNDP პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა’’ - ფარგლებში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს შესაბამისი სამსახურისა  და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. მენეჯმენტის გეგმის შემუშავება-განახლების სამუშაო პროცესს ფასილიტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია  და არასამთავრობო ორგანიზაცია - საბუკო.

მენეჯმენტის  გეგმა შემუშავდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის  გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის  მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების  მდგომარეობის შეფასება, საფრთხეებისა და ძირითადი ღირებულებების განსაზღვრა და მათი დაცვისა და კონსერვაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მეილის სათაური (subject): საჯარო განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ მითითებული ბმულით (ონლაინ განხილვა ჩატარდება ზუმის საშუალებით) - https://us02web.zoom.us/j/88011579718   Meeting ID: 880 1157 9718 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3tRBCps