გარემოს საინფორმაციო სამსახური
სამსახურის უფროსი
გარემოს საინფორმაციო სამსახურის ძირითადი კომპეტენციები:
- გარემოსდაცვითი ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზის წარმოება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზის მოძიება და შექმნა;
- საჯარო ინფორმაციის გავრცელების, ხელმისაწვდომობის, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
- იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და ადმინისტრირება, რომლებიც ქმნიან და ფლობენ სოფლის მეურნეობასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
- კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა;
- გარემოსდაცვითი და აგრარული ლიტერატურის შეგროვების, ბიბლიოთეკისა და ფოტო/ვიდეო/აუდიოფონდის შექმნის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მომზადების, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა და მონაწილეობა მათ განხორციელებაში;
- ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების კოორდინირება ცნობიერების ამაღლების მიზნით;
- ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირების და კონკრეტული კომპონენტების განხორციელების უზრუნველყოფა;
- ანალიტიკური პროდუქტების მომზადების კოორდინირება.