გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახური
სამსახურის უფროსი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახურის ძირითადი კომპეტენციები:
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობასა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯარო განხილვების ჩატარებას;
- მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვეყნებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს/ დოკუმენტებს;
- საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციას ათავსებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, აგრეთვე საქმიანობის განმახორციელებლის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ათავსებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – უზრუნველყოფს მათი ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;
- მართავს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალს და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ამ პორტალზე განთავსებას;
- უზრუნველყოფს საჯარო განხილვების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას;
- ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ ადგენს ოქმებს;
- ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს.