ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სამსახურები

გარემოს საინფორმაციო სამსახური

სამსახურის უფროსი

ვაკანტურია

გარემოს საინფორმაციო სამსახურის ძირითადი კომპეტენციები:

  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზის წარმოება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით; 
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზის მოძიება და შექმნა;
  • საჯარო ინფორმაციის გავრცელების, ხელმისაწვდომობის, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
  • იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადება და ადმინისტრირება, რომლებიც ქმნიან და ფლობენ სოფლის მეურნეობასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას; 
  • კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ კონსულტაციების გაწევის უზრუნველყოფა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა; 
  • გარემოსდაცვითი და აგრარული ლიტერატურის შეგროვების, ბიბლიოთეკისა და ფოტო/ვიდეო/აუდიოფონდის შექმნის ხელშეწყობის უზრუნველყოფა; 
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მომზადების, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა და მონაწილეობა მათ განხორციელებაში;
  • ეკომარკირების სისტემებისა და ეკოსტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების კოორდინირება ცნობიერების ამაღლების მიზნით; 
  • ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირების და კონკრეტული კომპონენტების განხორციელების უზრუნველყოფა; 
  • ანალიტიკური პროდუქტების მომზადების კოორდინირება.

საჯარო განხილვები