ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სასწავლო კურსები / პროგრამები

სასწავლო კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი"

პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,გარემოსდაცვითი მმართველი” რეგისტრაცია შესაძლებელია 17 აგვისტოს ჩათვლით.

მონაწილეობა შეუძლიათ:

დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს დეტალურად შეისწავლოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით გაწერილი გარემოსდაცვითი მმართველის პასუხისმგებლობები და შეიძინოს საჭირო უნარები. 
ფიზიკურ პირებს
კომპანიების თანამშრომლებს, რომლებსაც წარმოექმნებათ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და ვალდებულები არიან  ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.

გარემოსდაცვითი მმართველის კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და განახლებას
ნარჩენების კლასიფიცირებას
ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობას
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებასა და ორგანიზებას
კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://vet.emis.ge/#/training-programs  

პროგრამაზე სწავლები საფასურია 700 ლარი.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2 სექტემბერს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას.

მისამართი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

პროგრამას გაუძღვებიან დარგის ექსპერტები:

ალვერდ ჩანქსელიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ეკატერინე კისკეიძე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი
კონსტანტინე ხაჭაპურიძე - დამოუკიდებელი ექსპერტი
ქრისტინე ვარდანაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ნარჩენების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი

საკონტაქტო პირები:

ეთერ ქავთარაძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო კურსების კოორდინატორი (eter.kavtaradze@eiec.gov.ge; ტელ.: 599175273)

ნანა დვალი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის კონსულტანტი (ელ.ფოსტა: nana.dvali@eiec.gov.ge; ტელ.: 577282226).

საჯარო განხილვები