ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სასწავლო კურსები / პროგრამები

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ სასწავლო კურსი

მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ორდღიანი ონლაინ სასწავლო კურსი ჩატარდება.

სასწავლო კურსის მიზანია, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციის სარგებლის, მდგრად საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი დებულებების პროექტების, საქართველოს მდგრადი საჯარო შესყიდვების კრიტერიუმებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების მაგალითების, მათ შორის, ევროკავშირში მდგრადი საჯარო შესყიდვების მაგალითების განხილვა. 

სასწავლო კურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მჭიდრო თანამშრომლობით. 

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ სასწავლო კურსში მონაწილოების მისაღებად, აგრეთვე, სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  საკონტაქტო პირია ნათელა ბლიაძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორი (მობ: +995 598 21 82 85, ელ. ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge).

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/iSJaGRrVfCFgaAsQ8 

სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ:
https://www.eu4environment.org/events/training-course-on-the-sustainable-public-procurement-in-georgia/ 

საჯარო განხილვები