ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სასწავლო კურსები / პროგრამები

გარემოსდაცვითი დემოკრატიის ელექტრონული სასწავლო კურსი

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი დემოკრატიის პირველი ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო კურსი შექმნა. 

პირველი მოდული „გარემოსდაცვითი დემოკრატიის არსი, გარემოსდაცვითი უფლებები და პასუხისმგებლობები“, მოიცავს ინფორმაციას გარემოსდაცვითი უფლებებისა და მოვალეობების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების, საერთაშორისო შეთანხმებების და გარემოს დაცვის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. მოდული შეიქმნა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების, მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ახალგაზრდების და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. კურსის მიზანია გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების დონის ამაღლება.

მეორე მოდული „ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები და გარემოსდაცვითი დემოკრატია“ მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და საუკეთესო პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების შეთავაზებას გარემოსდაცვითი დემოკრატიის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ჭრილში. მოდული მოიცავს შემდეგ თემებს: ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და კონსტიტუციური გარანტიები, საზოგადოების მონაწილეობა და გამჭვირვალობა, ზედამხედველობის ინსტრუმენტები და მექანიზმები და ა.შ. აღნიშნული მოდული განკუთვნილია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, მოქალაქეების, სამოქალაქო ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და ზოგადად, დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

საჯარო განხილვები