ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სასწავლო კურსები / პროგრამები

მწვანე სტიპენდიები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2022 წლიდან ახორციელებს ,,მწვანე სტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას. ,,მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა ხორციელდება -,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

,,მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში ყოვეწლიურად, ჯამში 32 ერთჯერადი სტიპენდია გაიცემა 1500 ლარის ოდენობით, შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება,  წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, ეკოლოგია, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა. 

,,მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა სტიპენდიანტი სტუდენტისათვის ითვალისწინებს სტაჟირება/პრაქტიკის შესაძლებლობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებაში.

სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობს 8 უნივერსიტეტი:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
4. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო განხილვები