ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სასწავლო კურსები / პროგრამები

პროფესიული გადამზადების პროგრამა - ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია"

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" რეგისტრაცია  შესაძლებელია 25 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.

ხანგრძლივობა: 12 კვირა

დაშვების წინაპირობა: სატყეო ან/და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი

პროგრამაზე სწავლა უფასოა და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: http://bit.ly/3o56VwJ

სასწავლო პროცესი იწყება 10 აპრილს.

წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

რას ვისწავლით ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" პროგრამის ფარგლებში? 

პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ: 

ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას
მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულ პროგრამაში ასახვასა და ანალიზს
მონაწილეობას სატყეო ღონისძიებების (ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა-აღდგენის და სხვა) დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებას

რას მოიცავს ტყის ინვენტარიზაციის ეტაპები?

კარტოგრაფიულ მასალებთან მუშაობას
საველე პირობებში ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემთა შეგროვებას
ანალიზსა და კამერალურ დამუშავებას
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნასა და დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყის მართვის გეგმის მომზადებას

სწავლის პროცესი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას  და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

თეორიული ნაწილი - პროგრამის მონაწილეები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაივლიან თეორიულ სწავლებას, რომელიც მოიცავს ლექციებს კვირაში სამი დღის განმავლობაში. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა პირველი განმსაზღვრელი შეფასების მიზნით.
რაქტიკული ნაწილი - პროგრამის მონაწილეები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყეებში გაივლიან სწავლებას 10 დღის განმავლობაში მცხეთის მუნციპალიტეტსა და ბაკურიანში.
საბოლოო შეფასება მსმენელებს ჩაუტარდებათ მე-12 კვირას, რომლის შედეგების შესაბამისადაც, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

პროგრამის კოორდინატორი:
ირაკლი სისვაძე -  ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსი

დარგის ექსპერტები: 
გიორგი თხელიძე - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველოს უფროსი; 
მარინე სუჯაშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი; 
ნოდარ გაგნიძე - ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;  
ვლადიმერ ვაშაკიძე - ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის  ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს  უფროსი; 
ზაზა ნონაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზურაბ ჯანიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის მეტყევე ექსპერტი;

საკონტაქტო პირები:
ნინო ტაბატაძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (ელ.ფოსტა: nino.tabatadze@eiec.gov.ge; ტელ: 577610972)
ირაკლი სისვაძე -  ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსი (ელ.ფოსტა: irakli.sisvadze@forestry.gov.ge; ტელ: 595000020)
გიორგი თხელიძე - ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველოს უფროსი (ელ.ფოსტა: giorgi.tkhelidze@forestry.gov.ge; ტელ:599033009)

პროგრამა ,,ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, პროფესიული უნარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 

საჯარო განხილვები