ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ვაკანსიები

  • დაწყების თარიღი
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა

ცენტრი აცხადებს ვაკანსიას აგრარული განათლების პროექტების კოორდინატორის თანამდებობაზე

აგრარული განათლების პროექტების კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება აგრარული მიმართულებით, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
** სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 2 წელი;
** აგრარულ სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

შემდეგი სამართლებრივი აქტის ცოდნა: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება;

შემდეგი საოფისე პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Outlook - ძალიან კარგი;
** Google Apps for Business - ძალიან კარგი.

აგრარული განათლების პროექტების კოორდინატორი სამსახურებრივი მოვალეობები:

** მონაწილეობს განათლების პროექტების სამსახურის სტრატეგიისა და გეგმის განხორციელებაში;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მეთოდური მითითებებისა და სასწავლო ლიტერატურის შემუშავებაში აგრარული მიმართულებით;
** მონაწილეობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების ჩატარების ორგანიზებაში აგრარული მიმართულებით;
** მონაწილეობს აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით კამპანიების, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და კონკურსების ორგანიზებაში;
** მონაწილეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე ახალი აგრარული პროფესიული კურსების დანერგვის ხელშეწყობაში;
** ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ყოველკვარტალურ ანგარიშებს;
** ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე გაწეული საქმიანობის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.

ანაზღაურება: 1250 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@eiec.gov.ge

საჯარო განხილვები