ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
განცხადების ბოლო ვადა: 19.06.2023
თანამდებობრივი სარგო: 1452 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები
ა) მონაწილეობს განათლების პროექტების სამსახურის სტრატეგიისა და გეგმის განხორციელებაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მეთოდური მითითებებისა და სასწავლო ლიტერატურის შემუშავებაში;
გ) მონაწილეობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების ჩატარების ორგანიზებაში;
დ) მონაწილეობს სხვადასხვა გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხთან დაკავშირებით კამპანიების, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და კონკურსების ორგანიზებაში;
ე) მონაწილეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვაში;
ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე გაწეული საქმიანობის შესაბამისად;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კანონი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;
საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება;
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
კონვენცია “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ”.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
Microsoft Office Word-ძალიან კარგი
Microsoft Office Excel-ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint-ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook-ძალიან კარგი
Google Apps for Business-ძალიან კარგი
ენები:
ქართული C1
ინგლისური C1
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ
საკონტაქტო ტელეფონები 2112023
საკონტაქტო პირი შორენა კურტანიძე
დამატებითი მოთხოვნები
სავალდებულოა:
1. სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 2 წელი;
2. გარემოსდაცვით სფეროში სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება