ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
განცხადების ბოლო ვადა: 19.06.2023
თანამდებობრივი სარგო: 1573 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარებას;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის საჯარო უწყებებთან და სამსახურის უფროსთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და თარიღის;
გ) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას;
დ) ახორციელებს საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ცენტრის ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ელექტრონული, ბეჭდური, სატელევიზიო და სხვა) გზით;
ე) მონაწილეობს გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მართვაში და უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ამ პორტალზე განთავსებას;
ვ) უზრუნველყოფს საჯარო განხილვების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას;
ზ) ადგენს ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ ოქმებს;
თ) ახორციელებს საჯარო განხილვის პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და მონაწილეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და მათ დამუშავებას;
ი) საჯარო განხილვის პროცედურების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის და ცენტრის დირექტორის სხვა დავალებებს.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
ენები
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.
საკონტაქტო ტელეფონები 2112023
საკონტაქტო პირი შორენა კურტანიძე
დამატებითი მოთხოვნები
სავალდებულოა:
1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
2. სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება