ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
განცხადების ბოლო ვადა:19.06.2023
თანამდებობრივი სარგო: 2662 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
ა) შეიმუშავებს სამსახურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას;
ბ) უზრუნველყოფს საჯარო განხილვების სისტემისა და პროცედურების განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და კონკრეტული კომპონენტების განხორციელებას;
გ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
დ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამშრომლების საქმიანობას;
ე) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ნიშნავს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვების თარიღებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარებას;
ზ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მართვაში და აკონტროლებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ამ პორტალზე განთავსებას;
თ) მონაწილეობას იღებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში;
ი) ამზადებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეთა წერილებს, მომართვებს, განცხადებებს და წინადადებების, შეიმუშავებს შესაბამისი რეკომენდაციებს მათთან დაკავშირებით და წარუდგენს ცენტრის დირექტორს.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
ენები:
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ
საკონტაქტო ტელეფონები: 2112023
საკონტაქტო პირი: შორენა კურტანიძე
დამატებითი მოთხოვნები
სავალდებულოა:
1. მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
2. სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება