ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
განცხადების ბოლო ვადა: 19.06.2023
თანამდებობრივი სარგო: 2420 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობას იღებს საჯარო განხილვების სისტემისა და პროცედურების განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და კონკრეტული კომპონენტების განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობს სამსახურის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და აკონტროლებს მის განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
დ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამშრომლების საქმიანობას;
ე) სამსახურის უფროსთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ნიშნავს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვების თარიღებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარებას;
ზ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში;
თ) მონაწილეობს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში;
ი) მონაწილეობს გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მართვაში;
კ) სამსახურის უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის და ცენტრის დირექტორის სხვა დავალებებს.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ენები:
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.
საკონტაქტო ტელეფონები 2112023
საკონტაქტო პირი შორენა კურტანიძე
დამატებითი მოთხოვნები
სავალდებულოა:
1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
2. სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 3- წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება