სასწავლო პროცესის კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 2 წელი;
** ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** უცხო ენა - ინგლისური - C1.
შემდეგი სამართლებრივი აქტის ცოდნა: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება.
შემდეგი საოფისე პროგრამების ცოდნა:
** Microsoft Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Outlook - ძალიან კარგი;
** Google Apps for Business - ძალიან კარგი.
სწავლების კოორდინატორის სამსახურებრივი მოვალეობები
სწავლების კოორდინატორი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:
** განსაზღვრავს საქმიანობის პრიორიტეტებს;
** უზრუნველყოფს მსმენელზე ორიენტირებული სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვას;
** უზრუნველყოფს ღია კარის დღის ორგანიზებას;
** აკონტროლებს და უზრუნველყოფს სწავლების პროცესის გამართულობასა და ხარისხს;
** ზედამხედველობას უწევს ტრენერთა მუშაობას, იბარებს ანგარიშებს, ესწრება მეცადინეობებს, ამოწმებს მეცადინეობებზე აქტივობების გამოყენებას, მსმენელთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, აკონტროლებს გაწერილი გეგმის მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის განხორციელებას;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესამუშავებელი ნორმატიული დოკუმენტების შედგენასა და ექსპერტიზაში;
** აწარმოებს ტრენერთა საქმიანობის მონიტორინგს;
** ადგენს სასწავლო პროცესის ვადებს;
** ახდენს მსმენელთა შეფასებების ანალიზს;
** უზრუნველყოფს საინფორმაციო ბროშურისა და სხვა საცნობარო მასალის შემუშავებას;
** უზრუნველყოფს მსმენელთა მონაცემთა ცხრილების დამუშავებას და მათი სპეციალობის, მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისობაზე კონტროლს;
** უზრუნველყოფს სწავლისა და სწავლების ერთიან პროცესად ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნას როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის, ასევე მსმენელთა ინდივიდუალური და დამოუკიდებელი სწავლისათვის;
** უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომები, დიპლომების დანართები, სერტიფიკატები, აკადემიური ცნობა) მომზადებას, შენახვას, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და გაცემას;
** ახორციელებს შემოსული კორესპონდენციის შესაბამისად წინა წლების კურსდამთავრებულთა დიპლომისა და დიპლომის დანართის დუბლიკატების მომზადებას;
** უზრუნველყოფს დიპლომების, სერტიფიკატებისა და დანართების ტექსტების საბოლოო ვარიანტების გადამოწმებას ინგლისურ ენაზე, ასევე ქართული და ინგლისური ვერსიის შესაბამისობის დადგენას;
** ახორციელებს გამოცდების, მათ შორის განმეორებითის, შედეგების ელექტრონულ აღრიცხვას;
** უზრუნველყოფს მსმენელთა ბაზის კომპიუტერული ვერსიისა და დემოგრაფიული მონაცემების შექმნას და სისტემატურ განახლებას;
** უზრუნველყოფს სასწავლო პერსონალის, მსმენელებისა და კურსდამთავრებულთა რეესტრების წარმოებასა და სისტემატურ განახლებას რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად;
** აწარმოებს პროფესიული სტუდენტების ერთიან ბაზებში მონაცემთა შეტანა-განახლებას;
** ახორციელებს კონტროლს მსმენელთა აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე;
** აწარმოებს მსმენელის სასწავლო ბარათის შევსებას;
** აწარმოებს მსმენელთა აღრიცხვას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და დოკუმენტაციის კონტროლს;
** ახარისხებს დადგენილი წესის მოთხოვნათა შესაბამისად დაცულ დოკუმენტებს ცენტრის არქივში გადასაცემად;
** უზრუნველყოფს სასწავლო განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებას;
** ახორციელებს საგანმანათლებლო/სასწავლო პროგრამების და ტრენერთა დატვირთვების მონიტორინგს;
** ორგანიზაციას უწევს პროფორიენტაციის პროცესს;
** განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამის პასუხებს;
** წარადგენს ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ განათლების პროექტების სამსახურის უფროსისა და ხარისხის მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე;
** მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;
** ახორციელებს დირექტორისა და სამსახურის უფროსის მითითებით ცენტრის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ანაზღაურება: 1250 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@eiec.gov.ge