ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ვაკანსიები

  • დაწყების თარიღი
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა

ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე

ხარისხის მართვის მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** ხარისხის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 3 წელი;
** საგანმანათლებლო სექტორში სამუშაო გამოცდილება და/ან განათლების ხარისხის ადმინისტრირების აკადემიური ხარისხის ჩაითვლება პრიორიტეტად
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური - C1.

ხარისხის მართვის მენეჯერმა უნდა იცოდეს:

** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება;
** შრომისა და უსაფრთხოების ნორმები; საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და წესები; ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
** ხარისხის სისტემის მართვისა და უზრუნველყოფის მექანიზმები, სტანდარტები;
** პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა და ნორმატიული დოკუმენტები.

შემდეგი საოფისე პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Outlook - ძალიან კარგი;
** Google Apps for Business - ძალიან კარგი.

ხარისხის მართვის მენეჯერის სამსახურებრივი მოვალეობები

ხარისხის მართვის მენეჯერი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:

** ხელმძღვანელობს ხარისხის მართვის მენეჯმენტს, კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს საქმიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** პასუხისმგებელია პერსონალის კვალიფიკაციაზე და ხელმძღვანელობს საატესტაციო ღონისძიებების ორგანიზებას;
** ახორციელებს სასწავლო პროცესის და პერსონალის საქმიანობის სისტემატურ შეფასებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** ხელმძღვანელობს პერსონალის საატესტაციო ტესტირების თემატიკის შემუშავებას და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;
** უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გადასამზადებელი და სატრენინგო ღონისძიებების ჩატარებას;
** ხელმძღვანელობს ცენტრის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და შესრულებას;
** ხელმძღვანელობს შიდა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებას;
** ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას;
** შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქმიანობისა და სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით;
** ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების პროცესებს და ანგარიშს წარუდგენს ხელმძღვანელობას;
** უზრუნველყოფს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
** შეიმუშავებს ხარისხის მართვის პოლიტიკას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და პროცედურებს, ასევე მათი სწავლების, კვლევისა და შეფასების წესებს;
** პერსონალისა და სტუდენტების გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე ამზადებს დასკვნას და წარადგენს რეკომენდაციებს საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით;
** განათლების პროექტების სამსახურთან კოორდინირებულად ორგანიზებას უწევს სწავლებისა და შეფასების თანამადროვე მეთოდების (კრედიტები, მოდულები და ა.შ.) დანერგვას;
** მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს კორესპონდენციას, ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;
** შეიმუშავებს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციებს;
** განათლების პროექტების სამსახურთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და დარგების ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით;
** უზრუნველყოფს ცენტრის ავტორიზაციის/აკრედიტაციის, ან/და სერტიფიცირების პროცესისათვის მომზადებას;
** უზრუნველყოფს დაწესებულების პერსონალისათვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება-ჩატარებას;
** ხელმძღვანელობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესს;
** ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
** ახორციელებს სასწავლო პროცესის და პერსონალის საქმიანობის სისტემატურ შეფასებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით და ცენტრის დებულებით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ანაზღაურება: 2500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@eiec.gov.ge

საჯარო განხილვები