ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ვაკანსიები

  • დაწყების თარიღი
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა

ადგილობრივი კოორდინატორი - რეგიონები

"გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი" პროგრამის - "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი კოორდინატორის პოზიციაზე: სიღნაღის, გორის, აბაშისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების თანადაფინანსებით და "გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)" მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი - "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში". პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობებისგან, გვალვისა და სხვა საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.

პროექტი 7 ბუნებრივ საფრთხეს (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, ძლიერი ქარი, გვალვა, მეწყერი, ზვავი) შეეხება და 11 მდინარის - ენგურის, ჭოროხი-აჭარისწყლის, სუფსას, ნატანების, ხობის, კინტრიშის, მტკვრის, არაგვის, ხრამი-ქციას, ალაზნისა და იორის აუზებში ხორციელდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი, სასურველია სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში.
** ქართული (და სასურველია ინგლისური) ენის ცოდნა;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ"
** საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება;
** საქართველოს კანონი "გარემოს დაცვის შესახებ";
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** კონვენცია "გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ** მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ";
** გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია

შემდეგი საოფისე პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Word - ძალიან კარგი;
** Microsoft Excel - ძალიან კარგი;
** Microsoft PowerPoint - ძალიან კარგი;
** Microsoft Outlook - ძალიან კარგი;
** Google Apps For Business

ძირითადი მოვალეობები:

** გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება;
** მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობის მეთოდების განსაზღვრა;
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე მუშაობა;
** ტრენინგ მოდულების მომზადება;
** ტრენინგების ჩატარება სკოლის მოსწავლეებთან;
** ახალგაზრდა მოხალისეებისათვის საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება;
** პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფის ფორმირების ხელშეწყობა;
** ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, კოორდინაცია და მათი ჩართულობის ხელშეწყობა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში;
** დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება;
** გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;
** ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება;
** თემში არსებული კავშირების/ხელშეწყობა და გაძლიერება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;

სამსახურის ადგილმდებარეობა - დისტანციური (მუნიციპალიტეტში)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დარიცხული ხელფასი: 1000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: HR@eiec.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

საჯარო განხილვები