ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ფუნქციები
ა) მონაწილეობას იღებს საჯარო განხილვების სისტემისა და პროცედურების განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და კონკრეტული კომპონენტების განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობს სამსახურის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და აკონტროლებს მის განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
დ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამშრომლების საქმიანობას;
ე) სამსახურის უფროსთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ნიშნავს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვების თარიღებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარებას;
ზ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში;
თ) მონაწილეობს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში;
ი) მონაწილეობს გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მართვაში;
კ) სამსახურის უფროსის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის და ცენტრის დირექტორის სხვა დავალებებს.
მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;
საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენცია;
„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის N 2-94 ბრძანება;
„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის N 2-827 ბრძანება;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
Microsoft Office Word-ძალიან კარგი
Microsoft Office Excel-ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint-ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook-ძალიან კარგი
Google Apps for Business-ძალიან კარგი
ენები:
ქართული C1
ინგლისური C1
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ
საკონტაქტო ტელეფონები 2112023
საკონტაქტო პირი შორენა კურტანიძე
დამატებითი მოთხოვნები
სავალდებულოა:
1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
2. სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 3- წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/79553?active=1