ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ვაკანსიები

  • დაწყების თარიღი
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

 

ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
განცხადების ბოლო ვადა: 19.06.2023
თანამდებობრივი სარგო: 1452 ლარი
ადგილების რაოდენობა: 5
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯარო განხილვების ჩატარებას;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის საჯარო უწყებებთან და სამსახურის უფროსთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო განხილვის ჩატარების ადგილსა და თარიღს;
გ) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას;
დ) ახორციელებს საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ცენტრის ვებ-გვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების (ელექტრონული, ბეჭდური, სატელევიზიო და სხვა) გზით;
ე) უზრუნველყოფს საჯარო განხილვების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას;
ვ) ადგენს ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ ოქმებს;
ზ) აწარმოებს ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ სტატისტიკური მონაცემებს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის და ცენტრის დირექტორის სხვა დავალებებს.

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;

კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;

„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენცია;

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის N 2-94 ბრძანება;

„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის N 2-827 ბრძანება;

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება.


კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

Microsoft Office Word-ძალიან კარგი
Microsoft Office Excel-ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint-ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook-ძალიან კარგი
Google Apps for Business-ძალიან კარგი

ენები:

ქართული C1
ინგლისური C1

საკონტაქტო ინფორმაცია:                                                                                                                                                    

საკონკურსო კომისიის მისამართი-ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.
საკონტაქტო ტელეფონები 2112023
საკონტაქტო პირი შორენა კურტანიძე

დამატებითი მოთხოვნები

სავალდებულოა:
1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
2. სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/79560?active=1 

 

საჯარო განხილვები