ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ვაკანსიები

  • დაწყების თარიღი
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახურის უფროსი

ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
განცხადების ბოლო ვადა: 19.06.2023
თანამდებობრივი სარგო: 2662 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა 3 თვე


ფუნქციები:

ა) შეიმუშავებს სამსახურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; 
ბ) უზრუნველყოფს საჯარო განხილვების სისტემისა და პროცედურების განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და კონკრეტული კომპონენტების განხორციელებას;
გ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
დ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამშრომლების საქმიანობას;
ე) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ნიშნავს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვების თარიღებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარებას;
ზ) მონაწილეობს გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მართვაში და აკონტროლებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ამ პორტალზე განთავსებას;
თ) მონაწილეობას იღებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში;
ი) ამზადებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეთა წერილებს, მომართვებს, განცხადებებს და წინადადებების, შეიმუშავებს შესაბამისი რეკომენდაციებს მათთან დაკავშირებით და წარუდგენს ცენტრის დირექტორს;

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ”;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“;

საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენცია;

„საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის N 2-94 ბრძანება;

„ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის N 2-827 ბრძანება;

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება.


კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

Microsoft Office Word-ძალიან კარგი
Microsoft Office Excel-ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint-ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook-ძალიან კარგი
Google Apps for Business-ძალიან კარგი

ენები:

ქართული C1
ინგლისური C1
საკონტაქტო ინფორმაცია:                                                                                                                                                   

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ
საკონტაქტო ტელეფონები 2112023
საკონტაქტო პირი შორენა კურტანიძე
დამატებითი მოთხოვნები

სავალდებულოა:
1. მაგისტრის აკადემიური ხარისხი სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
2. სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.


დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/79551?active=1 

 

საჯარო განხილვები