აგროსკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანია აგრარული საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩაერთონ. დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა:
⦁ თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა აგრარული მიმართულებით;
⦁ მიიღონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის დარგში აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების, არსებული პროგრამების, პროექტების, სიახლეების შესახებ;
⦁ გაეცნონ აგრო პრაქტიკების წარმატებულ მაგალითებს;
⦁ შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები;
⦁ აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ღონისძიებებში.
აგროსკოლელები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
⦁ სოფლის მეურნების განვითარება;