ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ახალგაზრდული პროგრამები

ეკოლიდერთა სკოლა

ეკოლიდერთა სკოლა

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდა თაობისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა:

⦁ თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში;
⦁ გაეცნონ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს; 
⦁ შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები; 
⦁ მომავალში აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ღონისძიებებში.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათი შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. სასწავლო კურსის ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სპეციალისტები ატარებენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

⦁ ადამიანის ეკოლოგიური უფლებები; 
⦁ ნარჩენების მართვის მნიშვნელობა; 
⦁ ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები; 
⦁ კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების რისკის შემცირება; 
⦁ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;
⦁ მდგრადი განითარების მიზნები;
⦁ ტყის მდგრადი მართვა;
⦁ გარემოსდაცვითი განათლება.


საჯარო განხილვები