სატყეო სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა:
⦁ თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა სატყეო სფეროში;
⦁ გაეცნონ სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს;
⦁ დაინტერესდნენ მომავალში სატყეო მიმართულებით სწავლის გაგრძელებით;
⦁ შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები;
⦁ აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ ღონისძიებებში.
IX-XII კლასის მოსწავლეები, ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
⦁ ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში;
⦁ ტყის ტიპები/ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები;
⦁ მერქნული და არამერქნული რესურსები;
⦁ მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები;
⦁ ტყის ბიომრავალფეროვნება;
⦁ კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე;
⦁ ბუნებრივი საფრთხეები;
⦁ ტყის ხანძრები;
⦁ ენერგოეფექტურობა;
⦁ ალტერნატიული საწვავი;
⦁ ეკოტურიზმი;
⦁ მეტყევის პროფესია და სატყეო განათლება.