ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასწავლო კურსი “ გარემოსდაცვითი მმართველი”

სასწავლო კურსი “ გარემოსდაცვითი მმართველი”

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის  დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მათ წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა. 

„გარემოსდაცვითი მმართველის“ სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება - განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას. 

სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან და მასში მონაწილეობა შეუძლია როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს. 

  

საჯარო განხილვები