ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა

კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული პროგრამის შემუშავებისადმი მიძღვნილი მეორე ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას გარემოსადაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ეროვნული დანიშნული ორგანო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად პროექტს - „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში იქმნება საკოორდინაციო სტრუქტურა, ფართოვდება ეროვნული დიალოგის პროცესი და მუშავდება კლიმატის მწვანე ფონდისთვის ეროვნული პროგრამა.

ეროვნული პროგრამის მიზანია ქვეყნის კლიმატის ცვლილების მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი გათვალისწინებით საპროექტო კონცეფციების შემუშავება. აღნიშნულ ღონისძიებაზე დაინტერესებულმა მხარეებმა ქვეყნის პრიორიტეტებისა და პოტენციური პროექტების შესახებ დისკუსია გამართეს .

კლიმატის მწვანე ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შეიქმნა, როგორც მისი მთავარი ფინანსური მექანიზმი. ფონდი მობილიზებას უწევს 100 მილიარდ აშშ დოლარს, რომლითაც დაფინანსდება განვითარებადი ქვეყნების დაბალემისიანი, მდგრადი განვითარების პროექტები და პროგრამები.

  

საჯარო განხილვები