ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გეოსაინფორმაციო სისტემაში ეფექტური მუშაობისთვის ტრენინგი

გეოსაინფორმაციო სისტემაში ეფექტური მუშაობისთვის ტრენინგი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის გეოსაინფორმაციო სისტემაში (GIS) ეფექტური მუშაობისთვის ტრენინგი ჩატარდა. GIS-ის სისტემა სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, შენახვის, ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

ტრენინგზე განიხილეს სისტემის მონაცემთა მოდელირების პრინციპები, მონაცემების შეტანისა და მათი ვიზუალიზაციის წესები, ასევე კარტოგრაფიული მასალების მომზადების ტექნოლოგიები.

საჯარო განხილვები