ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ნინოწმინდა) საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

საჯარო განხილვები