ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა კომიტეტების წარმომადგენლებთან

საინფორმაციო შეხვედრა კომიტეტების წარმომადგენლებთან

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, პროექტზე „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მონაწილეები კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების კარგვისა და გაუდაბნოების, რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტეგრირების მნიშვნელობის საკითხებს გაეცნენ.

პროექტის მიზანია, გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესება, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

საჯარო განხილვები