ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგი დაცული ტერიტორიების რეინჯერებისათვის

ტრენინგი დაცული ტერიტორიების რეინჯერებისათვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისათვის ტარდება ტრენინგი “საქართველოს დაცული ტერიტორიებზე სამართალდარღვევის გამოვლენა და შემდგომი რეაგირება“.

ტრენინგი ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების 30 რეინჯერს ორ ეტაპად ჩაუტარდებათ. 

პროექტში მონაწილეობენ შერჩეული ტრენერები, მათ შორის ერთი მოქმედი მოსამართლე, ასევე ექსპერტი სატყეო მენეჯმენტის მიმართულებით. რეინჯერებისათვის თეორიული ცოდნის მიწოდების შემდეგ, გათვალისწინებულია იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება, რომლის მიზანია, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა. 

პროექტი ხორციელდება საქართველოში გფა კონსალტინგ გრუპის წარმომადგენლობის მიერ „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, KFW-ს დაფინანსებით.

საჯარო განხილვები