გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აგრძელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განათლების სამსახურის თანამშრომელმა ნათია ჯავახიშვილი, სკოლის მოსწავლეებს ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებზე, საფრთხეებსა და კონსერვაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.