ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სლოგანების კონკურსი ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე

სლოგანების კონკურსი ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აგრძელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას.

რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა. 

საქართველოში ოზონის შრის შესახებ საგანმანათლებლო კამპანია 2015 წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში ასევე გამოცხადებული იყო ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე სლოგანების კონკურსი. 

სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები სლოგანების კონკურსში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა გადასცა. 

საქართველოში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP.

ოზონის შრის დაცვასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში ლაგოდეხის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა გაიმართა.

საჯარო განხილვები