ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე

16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა. 
აქვე მოეწყო ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. 

სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გამარჯვებულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა გადასცეს.

საგანმანათლებლო კამპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, 2015 წლის ივლისში დაიწყო. და წლის ბოლომდე გაგრძელდება. საინფორმაციო შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს უკვე დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი.

კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით. 

ოზნის შრის დაცვის კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებები - სკოლები და უნივერსიტეტები.

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის მიმართულებით. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა მაცივარ-ტექნიკოსთა სასწავლო პროგრამები.

საჯარო განხილვები