ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ქ. თბილისის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქ. თბილისის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვდრა მიმდინარეობდა გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ”მომავლის თაობა” ფარგლებში.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - მოსწავლეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქმიანობა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ გააცნო. მოსწავლეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო პროექტებზე და აქტივობებზე, რომელსაც სკოლებში ახორციელებენ. ასევე დაინტერესდნენ ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოს დაბინძურების პრობლემებით. გამოხატეს სურვილი, რომ მომავალში მონაწილეობა მიიღონ გამწვანების ღონისძიებებში.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ”მომავლის თაობა” ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რომლის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

საჯარო განხილვები