ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ბანაკის - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევა დაიწყო

მწვანე ბანაკის - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევა დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში აცხადებს მწვანე ბანაკის - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერჩევას, რომელიც გაიმართება 24 - 30 ივნისს, ბაკურიანში. 

ბანაკი მიზნად ისახავს 15 - 17 წლის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების  და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბანაკი ხელს შეუწყობს  მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის ჩვევების გაძლიერებას, კომუნიკაციის  უნარების განვითარებას, პროექტების წერისა  და პრეზენტაციის ტექნიკების შესწავლას.

ბანაკის შედეგად მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებსაც ადგილობრივ დონეზე განახორციელებენ.

ბანაკის მონაწილეები შეირჩევიან მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/uTZ7csf6zLHRbLTj8  
2. გასაუბრება

მივესალმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას და შესაბამისად ვიზრუნებთ ამისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე. აპლიკაციის შევსებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სპეციალური საჭიროების შესახებ.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 ივნისი. 

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები"  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

ბანაკთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი (ტელ: 598313132 ელ.ფოსტა: sopio.berishvili@eiec.gov.ge).

საჯარო განხილვები