ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის კონკურსი „აგროლიგა“ მიმდინარეობს

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის კონკურსი „აგროლიგა“ მიმდინარეობს

კონკურსი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მისი უმთავრესი მიზნებია აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელება, აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა და წარმატებული სტუდენტების წარმოჩენა.

კონკურსი „აგროლიგა“ მევენახეობის, მცენარეთა დაცვის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, მეხილეობის, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების საკონკურსო დარგებში ტარდება. კონკურსში 300-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის კონცეფციის ავტორი და განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია (ფაზა3)“ ფარგლებში. 

საჯარო განხილვები