ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აგროსკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება

აგროსკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება

თუ ხარ აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, გინდა მიიღო ცოდნა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და გაქვს სურვილი, ჩაერთო აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ეს პროგრამა შენთვის არის.  

აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას.

აგროსკოლაში სწავლის შესაძლებლობა აქვს  IX-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც

● აინტერესებს სოფლის მეურნეობა;
● შეუძლია კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
● აქვს წვდომა ინტერნეტთან.

აგროსკოლაში სწავლა დაიწყება 4 მარტს. შეხვედრები გაიმართება ონლაინ ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე. 

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც აგრარულ საკითხებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ თემებზე: 

სოფლის მეურნეობა და საქართველო, ხარისხის ნორმების პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში
აგრო-ტურიზმი
ფერმერული მეურნეობის მართვა 
ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის ისტორია - სამეცნიერო კვლევა
ქართული ვაზის ჯიშების მოძიების და დაცვის ისტორია საქართველოში
ნარჩენების გადამუშავება
მეაბრეშუმეობის გზა საქართველოში
ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა
მეხილეობა და მებოსტნეობა
ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები
მინდვრიდან სუფრამდე
ნიადაგმცოდნეობა
კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები
აგრო დუო-ს სექტორული ასოციაციები 
სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები
კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობა
ფუტკრები
აგრო დუო-ს სექტორული ასოციაციები
სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა -,,ჩემი ფერმა“ პრეზენტაციის წარდგენა



სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:

✅რეალური მაგალითების განხილვა 
✅როლური თამაშები
✅დისკუსიები
✅საველე გასვლები
✅ვიზიტი ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.

სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აგროსკოლის მოსწავლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://shorturl.at/t0Unc 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 თებერვალი.

საკონტაქტო პირი: ანა ცაცანაშვილი,  555 20 43 21, ელექტრონული ფოსტა: ana.tsatsanashvili@eiec.gov.ge

 

საჯარო განხილვები