გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2021-2024 წლების მეშვიდე ეროვნული ანგარიში მომზადდა. ორჰუსის კონვენციის განხორციელების VII ეროვნული ანგარიში მიმდინარე წლის 28 იანვარს ორჰუსის კონვენციის სამდივნოს წარედგინა.
საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, კონვენციის მხარეთა ყოველი შეხვედრისთვის, მოამზადოს და წარადგინოს კონვენციის შესრულების ეროვნული ანგარიში. ეროვნულ ანგარიშებში აღიწერება თუ რა საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ მხარეები კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად.