ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება

აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის ორგანიზებით, ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. 

„ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები გადაეცათ აგრარულ სექტორში მოღვაწე წარმატებულ მკვლევრებს, ფერმერებს, სტუდენტებს, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს. აღნიშნული ჯილდო მოტივაციას აძლევს ახალგაზრდა კადრებს, ამყარებს კავშირს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და ქმნის ნიადაგმცოდნეობის დარგის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საფუძველს”, - განაცხადა  სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ნიადაგის დღისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსის „ნიადაგი - სიცოცხლის წყარი” გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გასულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს ნია ჭაფანძეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ კომპიუტერული ტექნიკა გადასცა,  მეორე და მესამე ადგილებზე  გასულებს და ათეულის წევრებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, საგანმანათლებლო სექტორისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები