ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სემინარი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მართვის შესახებ

სემინარი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მართვის შესახებ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ სემინარზე, რომელსაც ცენტრალური და რეგიონული მედიის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მართვის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს.

მედიასემინარზე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მართვის შესახებ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოების სწორად ინფორმირებაში ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათთან გამკლავების გზებზე.   ქ. თელავში გამართული მედიასემინარი საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

სემინარები ჟურნალისტების ორი ჯგუფისთვის ჩატარდა. თითოეული ჯგუფი სამი დღის განმავლობაში ეცნობოდა შესაბამის ინფორმაციას. სემინარებში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები თბილისიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. 

თემატური განხილვები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. 

მედიასემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა თელავის მეტეოროლოგიური სადგური, ლეჩურის ჰიდროლოგიური საგუშაგო და ახმეტის ნაპირსამაგრი დაათვალიერეს. 

საჯარო განხილვები