გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტების ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ და „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას შემდეგ რეგიონებში:
მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით. რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1elk3Pf_Rj4Z9EB0XqYwfMLOGhaDIY62DFybXg4INAJo/viewform?ts=67ce90cc&fbclid=IwY2xjawI82e9leHRuA2FlbQIxMAABHS6JH4R5d364Gtk3nnbEd_0hxpKV1JOiNu5I7xakRLcMA8X1jrubpV5VMQ_aem_X-HgliWmb3geoCQdXMZU_w&edit_requested=true
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი მარიამ სესიტაშვილი (ელ.ფოსტა: Mariami.Sesitashvili@eiec.gov.ge, მობ: 598620024).
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის(GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) და შვეიცარიის მთავრობის მიერ.