ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. პროგრამის „კლიმატის ცვლილბებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, 11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

„საქართველო მაგალითია, რომელსაც უნდა მივბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნილს ქრისტენსენმა.
სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.

საჯარო განხილვები